საზღვაო აკადემია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს ამბობს

ბათუმის საზღვაო აკადემია უარს ამბობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღადგინოს, შესაბამის თანამდებობაზე, აკადემიის პროფესორი, ვაჟა ანანიძე.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან 2020 წლის 17 ივლისს გაათავისუფლეს. 2021 წლის 7 ოქტომბერს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიას ვაჟა ანანიძის სამსახურში ბიბლიოთეკის კოორდინატორის ტოლფას პოზიციაზე აღდგენა დააკისრა, ასევე დააკისრა განაცდური ხელფასის სახით 31 000 ლარის გადახდა. რაც შეეხება პროფესორის პოზიციას, რადგანაც პროფესორს აკადემიაში 4 წლის ვადით ირჩევენ, ეს ვადა კი ვაჟა ანანიძის შემთხვევაში ამოწურულია, სასამართლომ აკადემიას პროფესორის პოზიციაზე აღდგენის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, 25 200 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

გაზიარება